Sunday, October 15, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა.ტრენინგზე მონაწილე ყველა პედაგოგმა გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ კოლეგებისაგან უკუკავშირი,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. პროექტებზე მუშაობისას ვისაუბრეთ ტრენინგის აქტუალობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა სწავლების პროცესში პროექტითი სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისთვის.

Sunday, October 8, 2017

მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და საქმიანი იყო. ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, გადავხედეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირებას, ვისაუბრეთ პროექტის გეგმის შაბლონის სრულყოფილების მოყვანაზე. მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. ჩვენთვის საინტერესო მასალა განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში. ვისწავლეთ ბროშურების, ბუკლეტების შექმნის ტექნოლოგიაზე. დავალება მივიღეთ ჩვენი საქაღალდეების წესრიგში მოყვანა და პრეზენტაციისთვის მომზადება. ვუსურვებ ყველა მონაწილეს დიდ წარმატებებს.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელმა ტრენინგმა კარგად ჩაიარა. ტრენინგზე წარმოვადგინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. ერთმანეთს გაუზიარეთ შთაბეჭდილებები. ტრენერისგან მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი. ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა და ვიდეოების განთავსება. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.

Saturday, October 7, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გახსენებით. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რაზეც მივიღეტ ტრენერის უკუკავშირი. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, როგორ გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მივიღეთ დავალებები: მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის მოდიფიცირება და მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია

Tuesday, October 3, 2017

                                     
                               
                                        მეექვსე დღის რეფლექსია       

Sunday, September 24, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5დღე დავიწყეთ დავალებების განხილვით კერთოდ შეფასების დროის ჩარჩოს შესახებ. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან.მიუხედავათ ტექნიკური ხარვეზებისა ტრენერის დახმარებით შევძელით  გავცნობოდით საავტორო უფლებებს, თუ როგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და ჩავსვათ ლინკები საქაღალდეში, ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, როგორ ჩავამატოთ გვერდები და გავასაჯაროვოთ, მივიღეთ დავალება.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.