Sunday, September 24, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5დღე დავიწყეთ დავალებების განხილვით კერთოდ შეფასების დროის ჩარჩოს შესახებ. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან.მიუხედავათ ტექნიკური ხარვეზებისა ტრენერის დახმარებით შევძელით  გავცნობოდით საავტორო უფლებებს, თუ როგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და ჩავსვათ ლინკები საქაღალდეში, ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, როგორ ჩავამატოთ გვერდები და გავასაჯაროვოთ, მივიღეთ დავალება.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.

საავტორო უფლებების ქაოსი

საავტორო უფლებების ქაოსი

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი იყო.   გადავხედეთ წინა ტრენინგის დავალებას და მოვიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან., შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება, ბმულის გაკეთება. შევეხეთ პროექტის მიზნებს და შესაბამის    21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შემდეგ  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძოო კითხვებზე,ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ ერთმანეთის ნამუშევრებზე კომენტარი, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს მოკლე მონახაზს. და მივიღეთ დავალება.

Friday, September 8, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



  ზოგადი კითხვები:
 1.  როგორ გვეხმარება ფიზიკა ბუნებაში მიმდინარე ელექტრული მოვლენების ახსნაში?



 თემატური კითხვა:
1. რა საზიანო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ელვამ და მისმა ოინებმა?
2. როგორ ავირიდოთ თავიდან ელვისგან გამოწვეული საფრთხეები?




    შინაარსობრივი ჯითხვები:
1. როგორ წარმოიქმნება ელვა?
2. რისთვის არის საჭირო მეხსარიდების - დამიწების გაკეთება?

მესამე დღის რეფლექსია

      დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენთვის. ვისწავლეთ კომენტარების გაგზავნა კოლეგისათვის, სასწავლო მიზნების სწორად ჩამოყალიბება, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შევიტანეთ ახალ  პოსტზე. ჩავწერეთ ჩვენი პროექტის მიზნები და დავდეთ ახალ პსტზე და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

პროექტის სასწავლო მიზნები



 მოსწავლეები:

1. შეძლებენ   ინფორმაციის მოძიებას ელექტრონული განმუხტვის შესახებ. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით, ინტერნეტის, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, ცდებით.
2.დაამუშავებენ  მოპოვებულ ინფორმაციას.წარმოადგენენ ფოტო, ვიდეო მასალებს.  გააკეთებენ  სხვადასხვა ტიპის გრანდიოზული  ელექტრული განმუხტვების, წრფივი ელვის, ბრტყელი ელვის, კრიალოსნისნაირი ელვის, ბურთისებრი ელვის კლასიფიკაციას.
3.ახსნიან ელვის გამომწვევ მიზეზებს, იმსჯელებენ ელვისგან გამოწვეულ მოსალოდნელ საშიშროებაზე.
4 .შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას, გამოიტანენ დასკვნებს მათგან თავდაცვის აუცილებლობის შესახებ და გააკეთებენ პრეზენტაციას.
5.დაამზადებენ  ბროშურებს ელვისგან გამოწვეული საშიშროების შესახებ და გაავრცელებენ მოსახლეობაში.

Wednesday, September 6, 2017

პროექტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ე.ს.გ.-ფიზ.X5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                                                
. მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებაზე აირში.
.განსაზღვრავს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ, ცდით,საველე სამუშაოს ჩატარებით,გამოკითხვით,საკითხის ირგვლივ ლიტერაყურის მოძიებით, ინტერნეტით);
. განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს  (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

Sunday, September 3, 2017

მეორედღის რეფლექსია

ძალიან ნაყოფიერი იყო . ტრენერმა გაგვახსენა ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა, იქიდან ბლოგში გადასვლა და   ვისწავლეთ ბლოგებზე პოსტების დადება. და ტრენერის დახმარებით მარტივად ვართმევდით თავს მუშაობას.

ჩემი პროექტის იდეა

ელვა და მისი ოინები.


მოსწავლეები შესძლებენ  მონაცემების მოპოვებას ინფორმაციის მოძიებით, შესაბამისი ლიტერატურით, ინტერნეტით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, ცდით, შესძლებენ, ახსნან ბუნებაში მიმდინარე უდიდესი ელექტრული განმუხტვის - ელვის საიდუმლოება, რომელიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შიშის ზარს სცემდა ადამიანს.გაანალიზებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გამოიტანენ დასკვნებს მისგან თავდაცვის ცოდნის აუცილებლობაზე. შექმნიან ბროშურებს ამ საკითხთან დაკავშირებით და გაავრცელებენ მოსახლეობაში.