Friday, September 8, 2017

პროექტის სასწავლო მიზნები



 მოსწავლეები:

1. შეძლებენ   ინფორმაციის მოძიებას ელექტრონული განმუხტვის შესახებ. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით, ინტერნეტის, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, ცდებით.
2.დაამუშავებენ  მოპოვებულ ინფორმაციას.წარმოადგენენ ფოტო, ვიდეო მასალებს.  გააკეთებენ  სხვადასხვა ტიპის გრანდიოზული  ელექტრული განმუხტვების, წრფივი ელვის, ბრტყელი ელვის, კრიალოსნისნაირი ელვის, ბურთისებრი ელვის კლასიფიკაციას.
3.ახსნიან ელვის გამომწვევ მიზეზებს, იმსჯელებენ ელვისგან გამოწვეულ მოსალოდნელ საშიშროებაზე.
4 .შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებას, გამოიტანენ დასკვნებს მათგან თავდაცვის აუცილებლობის შესახებ და გააკეთებენ პრეზენტაციას.
5.დაამზადებენ  ბროშურებს ელვისგან გამოწვეული საშიშროების შესახებ და გაავრცელებენ მოსახლეობაში.

2 comments:

  1. თემა ნამდვილად საინტერესოა.მისი ცოდნა ნამდვილად საჭიროა თავდაცვისთვის თითოეული ადამიანისთვის.

    ReplyDelete
  2. სასწავლო მიზნები კარგად არის ჩამოყალიბებული. მოსწავლეები ინფორმაციების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ გამოიტანენ სწორ დასკვნას,როგორ აირიდონ თავიდან საშიშროება.

    ReplyDelete